ახალი ამბები

საწვავის ფასის გაზრდის გამო რამდენიმე ქალაქში მძღოლებმა აქცია გამართეს

28 თებერვალი, 2021 • 2404
საწვავის ფასის გაზრდის გამო რამდენიმე ქალაქში მძღოლებმა აქცია გამართეს

საწვავის ფასის გაზრდის გამო ქვეყნის რამდენი ქალაქში მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციები გაიმართა თბილისში, გორში, ბათუმსა და რუსთავში. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ რუსთავი-თბილისის მაგისტრალი.

აქციის მონაწილე მძღოლები საწვავის ფასის დაკლებას ითხოვენ.

“ჩვენი აზრის დაფიქსირება გვინდა. გავაჩერეთ მანქანები არა იმიტომ, რომ ქალაქის პიკეტირება მოვახდინოთ, უბრალოდ, მივაწვდინოთ შესაბამის სტრუქტურებს ხმა, რომ საწვავის ფასები დაწიონ. ხალხს აღარ შეგვიძლია უკვე. შეხედეთ რამდენი შეწუხებული ადამიანია. ხვალ და ზეგ უფრო მეტი ვიქნებით. არ ვითხოვთ, რომ ლარად მოგვყიდოს ვინმემ საწვავი. გონივრული თანხა რაც არის დაუკლონ, პანდემიის პირობებში მაინც”, — განუცხადა “ფორმულას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფოტო: “ფორმულა”

მასალების გადაბეჭდვის წესი