ახალი ამბები

რუსთაველი კარვების ქალაქად გადაიქცევა – აქტივისტები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

26 თებერვალი, 2021 • 742
რუსთაველი კარვების ქალაქად გადაიქცევა – აქტივისტები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტები მოძრაობიდან “საქართველოსთვის” ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ 3 მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირი (სამანქანო გზა) კარვებით გადაიკეტება.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, მოთხოვნები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს 2 კვირის ვადაში, არის შემდეგი:

  • ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (ახალი ცესკო)
  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა
  • პოლიტპატიმრების გათავსიუფლება

ალიკა კუპრავას განცხადებით, ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაკავებით წითელი ხაზები გადაკვეთა.

“საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ხელისუფლება მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობს”, – განაცხადა კუპრავამ.

ამჟამად პარლამენტის წინ, ტროტურაზე არაერთი კარავია გაშლილი. გზის სავალ ნაწილზე აქტივისტებმა კარავი დღის განმავლობაში დადგეს, თუმცა მალევე აიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი