ახალი ამბები

რუსი დიპლომატები ჩრ. კორეიდან სამშობლოში დრეზინით დაბრუნდნენ

26 თებერვალი, 2021 • 2561
რუსი დიპლომატები ჩრ. კორეიდან სამშობლოში დრეზინით დაბრუნდნენ

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსი დიპლომატები სამშობლოში დრეზინით დაბრუნდნენ [რკინიგზის პატარა ვაგონი; ურიკა].

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩოს 8 წარმომადგენელი, ოჯახის წევრებთან ერთად, 25 თებერვალს რუსეთში დაბრუნდა.

„რადგან უკვე წელზე მეტია, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ხოლო სამგზავრო მიმოსვლა შეწყდა, სახლში დაბრუნება მათ სხვა, რთული და გრძელი გზით მოუხდათ. თავდაპირველად, 32 საათი მატარებელში, შემდეგ- ორი საათი ავტობუსში საზღვრამდე და ბოლოს იყო ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთი — საფეხმავლო გასასვლელი რუსულ საზღვარზე.

ამისთვის საჭირო იყო ურიკის მოწყობა, მისი რელსებზე დაყენება, მასზე ნივთების დალაგება და მათ შორის ბავშვების დასმა,“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ურიკას აწვებოდა საელჩოს ერთ-ერთი მდივანი, ურიკის ყველაზე პატარა მგზავრი კი მისი 3 წლის შვილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი