ახალი ამბები

გერმანიის მოქალაქეს რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს

25 თებერვალი, 2021 • 599
გერმანიის მოქალაქეს რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს

გერმანიის პროკურატურა აცხადებს, რომ გერმანიის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

ბრალდებული, იენს ფ-ი, მუშაობდა კომპანიისთვის, რომელიც ბუნდესტაგმა (გერმანიის პარლამენტმა) დაიქირავა ელექტროგაყვანილობის რეგულარული შემოწმებისათვის.

მას ბრალად ედება რუსეთის უშიშროებისათვის ბუნდესტაგის ერთ-ერთი სართულის გეგმის გადაცემა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, „მან ეს გეგმა 2017 წლის ზაფხულში გადასცა ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც ძირითადად რუსეთის საიდუმლო სამსახურში, GRU-ში მუშაობს“.

გერმანიის პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუზკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება „რუსეთის აგრესიულობის მითის გაძლიერებას ემსახურება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი