ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ფოტორეპორტაჟი აქციიდან, სადაც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ

25 თებერვალი, 2021 • 1600
ფოტორეპორტაჟი აქციიდან, სადაც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ

ნარეკ ალექსანიანი, ერევანი


ოპოზიციური ძალები, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას და მთელი ღამით დარჩენას აანონსებენ.

“ხელისუფლება აგონიაშია, ცდილობს ხალხი არმიის წინააღმდეგ განაწყოს, ეს მათი ხელწერაა – გახლიჩონ ხალხი და ერთმანეთს დაუპირისპირონ. ამიტომაც გვჭირდება სიმტკიცე და თავშეკავებულობა. ჩვენ აქ დიდხანს დავრჩებით, რათა გავაგდოთ ნიკოლ ფაშინიანი და ჩვენი სამშობლო კვლავ გავამთლიანოთ”, – განაცხადა აქციაზე გამოსვლის დროს ოპოზიციის ლიდერმა ვაზგენ მანუკიანმა.

ერევანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატურიანი.

როგორც სომხური მედია იუწყება, ხაჩატურიანმა „სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ“. ფაშინიანმა რუსულ სარეკეტო კომპლექტ Искандер-ს გამოუსადეგარი უწოდა.

ხაჩატურიანის გადაყენების შემდეგ, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

პროსახელისუფლებო მიტინგი ერევანში დღეს: 

რა ხდება სომხეთში – ფოტორეპორტაჟი ერევნიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი