ნეტგაზეთი | დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – პრემიერი ვახო სანაიას თავდასხმაზე დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – პრემიერი ვახო სანაიას თავდასხმაზე – Netgazeti
RU | GE  

დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – პრემიერი ვახო სანაიას თავდასხმაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ თავდამსხმელები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. ღარიბაშვილი ასევე წერს, რომ გმობს ჟურნალისტზე და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს და მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული რეაგირებისთვის:

“მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.”

მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ…

Posted by Irakli Garibashvili on Thursday, February 25, 2021

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. მისი თქმით, მას დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.