ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხედროები არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში | ტოივო კლაარი სომხეთის კრიზისზე

25 თებერვალი, 2021 • 489
სამხედროები არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში | ტოივო კლაარი სომხეთის კრიზისზე

სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, სომხეთში სამხედროები არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში.

“განსაკუთრებით შეშფობული ვარ მოვლენათა განვითარებით ერევანში. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ძალადობა. მაშინ, როდესაც სახეზეა საშინაო გამოწვევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, არც სამხედროები და არც ნებისმიერი სხვა ძალოვანი სტრუქტურა არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესებში”, – ნათქვამია ტოივო კლაარის Twitter-ით მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს, 25 თებერვალს, გავრცელდა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის განცხადება, სადაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

სამხედროების განცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატრიანის გადაყენება, რომელმაც, როგორც სომხური მედია იუწყება, “სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ”. [ფორმალურად ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.]

ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი