ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდა | ვიდეო

25 თებერვალი, 2021 • 1346
ერევნის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდა | ვიდეო

ერევანის ცაზე საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდა.

სომხური მედიის ცნობით, ჰაერში SU-30-ის ან Mig-29-ის ტიპის თვითმფრინავები დაფრინავენ.

ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში ორი აქცია მიმდინარეობს. ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მართავს აქციას, ხოლო თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებიც ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

დღეს, 25 თებერვალს, გავრცელდა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის განცხადება, სადაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

სამხედროების განცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატრიანის გადაყენება, რომელმაც, როგორც სომხური მედია იუწყება, “სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ”. [ფორმალურად ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.]

ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა.

ვიდეოს ავტორი: ნარეკ ალექსანიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი