ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის შიდა საკითხია – რუსეთის საგარეო სომხეთის კრიზისზე

25 თებერვალი, 2021 • 601
სომხეთის შიდა საკითხია – რუსეთის საგარეო სომხეთის კრიზისზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Ria Novosti-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ სომხეთის შიდა საკითხებია და ვერანაირ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

სომხეთის არმიის გენერალური შტაბმა და 40-მდე მაღალი ჩინის მქონე სამხედრომ დღეს, 25 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, რომლითაც პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ.

განცხადების გავრცელება მოჰყვა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩატრიანის გადაყენებას, რომელმაც, როგორც სომხური მედია იუწყება, “სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ”. [ფორმალურად ნიკოლ ფაშინიანმა ხაჩატრიანის გადაყენების შუამდგომლობით პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს მიმართა, რომელმაც ამ უკანასკნელის გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.]

1in.am -თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ სარეკეტო კომპლექსებს [«Искандер»] გამოუსადეგარი უწოდა.

ამ განცხადებით, ფაშინიანმა ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან მალევე უნდა გამოეყენებინათ რუსული სარაკეტო კომპლექსები. ფაშინიანის განმარტებით, აღნიშნული რუსული სარაკეტო კომპლექსები “გამართულად არ მუშაობს და ბოლომდე არ ფეთქდება”.


სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე .

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დათხოვნა.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი