ახალი ამბები

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას — თალაკვაძე

25 თებერვალი, 2021 • 453
ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას გამოეხმაურა. თალაკვაძე ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს.

“ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, — წერს თალაკვაძე “ფეისბუქზე”.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. მისი თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე, სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ — სანაია თავდასხმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი