ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი დაანონსებულ აქციას თავადაც დაესწრება – რა ხდება სომხეთში

25 თებერვალი, 2021 • 1083
ფაშინიანი დაანონსებულ აქციას თავადაც დაესწრება – რა ხდება სომხეთში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, 16 საათზე თავის მხარდასაჭერ აქციას თავადაც დაესწრება.

“დღეს, 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გამოვალ. მანამდე შეიკრიბეთ მოედანზე. პოლიცია და სხვა ორგანოები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე .

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დათხოვნა.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი