ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ხალხს მოუწოდებს, მის მხარდამჭერ აქციაზე დაუყოვნებლივ გამოვიდნენ

25 თებერვალი, 2021 • 1351
ფაშინიანი ხალხს მოუწოდებს, მის მხარდამჭერ აქციაზე დაუყოვნებლივ გამოვიდნენ

“გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, დაუყოვნებლივ გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე

დღეს, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დათხოვნა.

“პერმიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით”, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი