ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა რუსულ სარაკეტო კომპლექსს [«Искандер»] გამოუსადეგარი უწოდა

25 თებერვალი, 2021 • 538
ფაშინიანმა რუსულ სარაკეტო კომპლექსს [«Искандер»] გამოუსადეგარი უწოდა

1in.am -თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ სარეკეტო კომპლექსებს [«Искандер»] გამოუსადეგარი უწოდა.

ამ განცხადებით ფაშინიანმა ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან მალევე უნდა გამოეყენებინათ რუსული სარაკეტო კომპლექსები. ფაშინიანის განმარტებით, აღნიშნული რუსული სარაკეტო კომპლექსები “გამართულად არ მუშაობს და ბოლომდე არ ფეთქდება”.

ამ ეტაპზე რუსულ ოფიციალურ მხარეს ფაშინიანის განცხადების საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტები და პოლიტოლოგები ფაშინიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს და სიცრუეს უწოდებენ. მათი განცხადებით, სირიაში ტერორირზმთან ბრძოლაში “ისკანდერმა” საუკეთესო შედეგები აჩვენა.

რუსული მედიის ცნობით, სომხეთმა რუსული სარაკეტო კომპლექსები ჯერ კიდევ 2016 წელს შეიძინა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სომხურმა მხარემ ყარაბაღის 44 -დღიანი ომის დროს რუსული სარაკეტო კომპლექსი გამოიყენა.

2020 წელს ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი