ახალი ამბები

“ეს კრიტიკა ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს” – სამხარაძე

24 თებერვალი, 2021 • 759
“ეს კრიტიკა ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს” – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებით გამოწვეული საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ნაწილობრი მისაღებიც შეიძლება იყოს.

“ეს კრიტიკა ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს. თუმცა ეს კრიტიკა მომავალში რომ არ იყოს და ოპოზიციური პარტიები ასე რომ არ იქცეოდნენ და კანონს ასე უხეშად[არ არღვევდნენ] და თავხედურად არ იწვევდნენ საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება”, — განაცხადა სამხარაძემ.

23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი