ახალი ამბები

ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება — ჰარცელი

23 თებერვალი, 2021 • 583
ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება — ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება. ის მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს.

“ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას”, — ვკითხულობთ ჰარცელის განცხადებაში.

მანამდე, ხსენებულ მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში, რომელმაც აღნიშნა, რომ “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ ოჯახში მიმავალ გზაზე”.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. ის პოლიციელებმა სპეციალური მანქანით წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ ოჯახში მიმავალ გზაზე – აშშ

მასალების გადაბეჭდვის წესი