ახალი ამბები

პოლიციამ ენმ-ის ოფისისკენ გზა გადაკეტა

23 თებერვალი, 2021 • 686
პოლიციამ ენმ-ის ოფისისკენ გზა გადაკეტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაკეტილი აქვს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისკენ მიმავალი გზა .

პოლიციელები რამდენიმე ადგილას არიან განთავსებული და მანქანებითა და ავტობუსებით აქვთ სამანქანო გზა ჩახერგილი, რათა, სავარაუდოდ, ენმ-ის ოფისთან მხარდამჭერები არ მიუშვან.

გადაადგილების საშუალება არ მისცეს არც ნეტგაზეთის რეპორტიორს. ენმ-ის ოფისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ნიკა მელიას დასაკავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი