ახალი ამბები

პავილიონისის შუამავლობის მისიამ წარუმატებლობა განიცადა — სამხარაძე

22 თებერვალი, 2021 • 632
პავილიონისის შუამავლობის მისიამ წარუმატებლობა განიცადა — სამხარაძე

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის მისია, რომ ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შუამავალი ყოფილიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

“ბატონი პავილიონისი “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული მეგობარი არის. ეს პავილიონისმა ჩემთან შეხვედრისას თვითონაც აღნიშნა, რომ მას ჰყავს მეგობრები “ნაციონალურ მოძრაობაში”, მას “ნაციონალურ მოძრაობაში” ენდობიან. შესაბამისად, ის შეეცდება, რომ დაარწმუნოს ოპოზიციის წევრები, რომ მათ კონსტრუქციულ დიალოგში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი შეხვედრის შინაარსი. თუმცა, როგორც ჩანს, ბატონმა პავილიონისმა ვერ მოახერხა მათი დარწმუნება ამაში და შედეგად მისმა შუამავლობის მისიამ წარუმატებლობა განიცადა”,  — განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პავილიონისთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, პირადად მისთვის და მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები. სამხარაძის თქმით, “სიმართლის თქმა არასოდეს არის საზიანო”.

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში იმყოფება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბკლინკენს მიმართავს.

პავილიონისის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა მმართველისა, საჯაროდ გამოთქვა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზაობა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ ყურადღება ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ და ავტორიტარულ ტონზე გაამახვილოს

მასალების გადაბეჭდვის წესი