ახალი ამბები

“არასწორი შეფასებაა” – სარჯველაძე ლიეტუველი პარლამენტარის განცხადებაზე

22 თებერვალი, 2021 • 862
“არასწორი შეფასებაა” – სარჯველაძე ლიეტუველი პარლამენტარის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის შეფასება არასწორია იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებისგარდა, ყველა პარტია მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების მზაობას გამოთქვამს.

როგორც სარჯველაძე ამბობს, “ქართულმა ოცნების” მხირადნ პოლარიზაციის განსამუხტად ყველა კონსტრუქციული შეთავაზება უკვე გაკეთებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკება ულტიმატუმის დაყენებას არ ნიშნავს.

“მე მგონი, შეფასება არასწორია, როდესაც რაიმე ფორმით შეიძლება “ქართული ოცნება” კრიტიკის საგანი აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკებებს შეიძლება ხელს არ უწყობდე. პირიქით, მაგალითად, არჩევნების მომდევნო დღიდანვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების  მთავარი გზავნილი არის მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრა. ეს რჩება ჩვენს დღის წესრიგში პოლიტიკური პროცესების წარმართვისა, განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური ძალებისა, რომელთაც მართლაც აქვთ სრულად დესტრუქციული დღის წესრიგი”, — განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტები არ იდევნებიან.

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც თბილისში იმყოფება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბკლინკენს მიმართავს.

პავილიონისის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა მმართველისა, საჯაროდ გამოთქვა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზაობა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ ყურადღება ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ და ავტორიტარულ ტონზე გაამახვილოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი