ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ეკლესია რუსეთის პატრიარქისგან სტატუსს ითხოვს

21 თებერვალი, 2021 • 799
აფხაზური ეკლესია რუსეთის პატრიარქისგან სტატუსს ითხოვს

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყვეტილია, ამასთან ტაძრები ღია რჩება მრევლისთვის”, – განაცხადა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის [აფხაზური ეკლესიის პრორუსული განშტოება] ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიაამ აფხაზურ მედიასთან საუბარში.

“ვიმედოვნებდით და ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის სიტუაციას გადაწყვეტს, საუბარია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსზე. ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენც არ ვყოფილვართ მისი ნაწილი და არც ვიქნებით”.

აპლიაა იმედოვნებს, რომ ამჟამად რუსეთის საკუთარ ეპარქიებში გამგზავრებული აფხაზეთში მოღვაწე მსახურები მიმართავენ პატრიარქ კირილს და ისინი აფხაზეთში კანონიკური სტატუსით დაბრუნდებიან.

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე – რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი