ახალი ამბები

ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად – ლაშა ნაცვლიშვილი

21 თებერვალი, 2021 • 1481
ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად – ლაშა ნაცვლიშვილი

„ქართული ოცნების“ პიარკონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ის „პოსტ ტვ-ს“ ხელმძღვანელად ბრუნდება.

„დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!,“ – წერს ის ფეისბუკზე.

დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც…

Posted by Lasha Natsvlishvili on Sunday, 21 February 2021

ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ 2017 წელს დარეგისტრირდა. რეესტრში ატვირთული ბოლო დოკუმენტაციის მიხედვით, მისი აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჭარელაშვილია. მესაკუთრეები კი არიან: ნუგზარ რუხაძე 16%-იანი წილი; ზვიად ბლიაძე 16%-იანი წილი; შალვა რამიშვილი 24%-იანი წილი; ანა შენგელია 8%-იანი წილი, ვახტანგ კომახიძე 8%-იანი წილი და თემურ ჭარელაშვილი – 28%-იანი წილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი