ახალი ამბები

სუბარმა არ იცის რჩება თუ არა გახარია “ოცნების’ გუნდში

18 თებერვალი, 2021 • 1024
სუბარმა არ იცის რჩება თუ არა გახარია “ოცნების’ გუნდში

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ვერ პასუხობს კითხვას, რჩება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ გახარია “ქართული ოცნების” გუნდში.

მისი თქმით,  როდესაც პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი მიდიოდნენ, მათი პარტიასთან სამომავლო ურთიერთობის შესახებ იცოდა, თუმცა გახარიას შემთხვევაში არ იცის.

“ვერ გეტყვით. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა გუნდიდან, შეგიძლიათ ამოიღოთ მაშინდელი ჩემი ინტერვიუები, ნახავთ, რომ ვამბობდი, ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი, ის არსად არ წასულა, იქნება ჩვენთან ერთად. წავიდა გიორგი კვირიკაშვილი, მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია, დღესაც არ ვაკეთებ და ვერ ვაკეთებ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ არ ვიცი, გიორგი გახარიას პოზიცია როგორი იქნება. კვირიკაშვილის შემთხვევაში ვიცოდი, რომ ის არ რჩებოდა გუნდში, ღარიბაშვილის შემთხვევაში ვიცოდი, რომ ის, მართალია, წავიდა პრემიერობიდან და იქნებოდა ჩვენი გუნდის უერთგულესი წევრი. ეს დადასტურდა თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილებით”, — განაცხადა სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი