ახალი ამბები

სავარაუდოდ, ხვალ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი — კობახიძე

18 თებერვალი, 2021 • 544
სავარაუდოდ, ხვალ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი — კობახიძე

“ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ, 19 თებერვალს დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება.

“მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი”, — განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი