“სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”- სენატორი რიში მელიას დაპატიმრების საქმეზე

“დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”,- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ 17 თებერვალს, გვიან ღამით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ნიკა მელიას. “ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს … ვრცლად “სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”- სენატორი რიში მელიას დაპატიმრების საქმეზე