ახალი ამბები

რებეკა ჰარმსი – “ოპოზიციის ლიდერის დაკავება მძიმე მოვლენაა”

18 თებერვალი, 2021 • 855
რებეკა ჰარმსი – “ოპოზიციის ლიდერის დაკავება მძიმე მოვლენაა”

ყოფილი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან რებეკა ჰარმსი სასამართლოს მიერ ნიკა მელიას დაკავების შესახებ გამოტანილ განაჩენს საკუთარი Twitter-ის ანგარიშით აფასებს და მას “მძიმე მოვლენას” უწოდებს.

“საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც არაერთხელ გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება უკიდურესად მძიმე მოვლენაა. ბნელი დღე დადგა თბილისში”, – ნათქვამია რებეკა ჰარმსის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა


გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი