უკანასკნელ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის 19 192 ტესტი ჩატარდა, საიდანაც გამოვლინდა ინფიცირების 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 2.53% შეადგინა. აქედან 12 628 ანტიგენის და 6 564 PCR ტესტი ჩატარდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა,
აჭარა – 32,
იმერეთი – 49,
ქვემო ქართლი – 14,
შიდა ქართლი – 36,
გურია – 37,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34,
კახეთი – 74,
მცხეთა-მთიანეთი – 8,
სამცხე-ჯავახეთი – 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 805-ია, საიდანაც 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 810, აჭარაში – 166, იმერეთში – 421.
მთავრობის სააკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე მძიმეა 379 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის: თბილისში – 156, აჭარაში – 39, იმერეთში – 113.
მათგან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში.
1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
