ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის სხდომა ბოიკოტის გამო მე-11-ჯერ ჩაიშალა

16 თებერვალი, 2021 • 931
ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის სხდომა ბოიკოტის გამო მე-11-ჯერ ჩაიშალა

ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტი კვლავ შეიკრიბა, შესაბამისად, დეპუტატებმა კვლავ ვერ დაამტკიცეს 2021 წლის ბიუჯეტი.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან თადთაევმა განაცხადა, რომ დაელოდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რათა ჩაერთონ საპარლამენტო სესიის მუშაობაში. “ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მივიღოთ”, – განაცხადა თადთაევმა.

ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა, ასევე, აფერხებს რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი დახმარების [დაახლოებით 6.3 მილიარდი რუსული რუბლი/ბიუჯეტის 80 პროცენტი] მიღებას.

მსგავსად წინა 10 მცდელობისა, აღნიშნული სხდომაც ჩაიშალა დეპუტატთა ქვორუმის არარსებობის გამო.

დე ფაქტო პარლამენტი გასული წლის ზაფხულის შემდეგ ბოიკოტის გამო არ შეკრებილა.

ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი უარს აცხადებს საპარლამენტო სხდომებზე დასწრებაზე. პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი  შეგნებულად უშლის ხელს ზაფხულში მოკლული ინალ ჯაბიევის საქმის გამოძიებას და ხელს აფარებს დამნაშავეებს.

მათივე თქმით, ჯაგაევს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მფარველობს.

დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი რუსეთში დღეს წავიდა. მისივე პრესსამსახურის განცხადებით, “რუს კოლეგებთან სოციო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროს განიხილავს”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი