ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოქალაქე დაკარგულ ჯარისკაცთა ცოლებისგან ინტიმურ ფოტოებს ითხოვდა | სომხეთი

15 თებერვალი, 2021 • 796
მოქალაქე დაკარგულ ჯარისკაცთა ცოლებისგან ინტიმურ ფოტოებს ითხოვდა | სომხეთი

სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სომხეთის მოქალაქე, რომელიც სოციალურ ქსელებში თავს აზერბაიჯანის მოქალაქედ ასაღებდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ სომეხ ჯარისკაცთა ადგილსამყოფელისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ მათ ახლობლებს – დედებსა და ცოლებს- ფეისბუკის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. დამატებითი ცნობების სანაცვლოდ კი მათგან ინტიმური სახის ფოტოებს და ვიდეომასალას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა, რომ ტყვეს მოკლავდა ან მასზე იძალადებდა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, სომხეთის მოქალაქე დაპატიმრებულია და მან აღიარებითი ჩვენება მისცა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უწყების ცნობით, ამჟამად დაზარალებულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის- არასრულწლოვანი.

ყარაბაღის უკანასკნელი, 44- დღიანი ომის შემდეგ სომეხი ჯარისკაცების ნაწილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი