ახალი ამბები

კორძაია მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის უარს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

15 თებერვალი, 2021 • 891
კორძაია მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის უარს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის უარს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს, 15 თებერვალს, შეიტანა.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს უფლება აქვს, საკუთარი ნებით თქვას უარი პარლამენტის წევრობაზე. ჩვენ საკუთარი ნებით ვთქვით უარი, მაგრამ რატომღაც პარლამენტმა თქვა, რომ ეს ჩვენი გამოხატული ნება არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” და უმრავლესობას ეს არ აწყობს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ერთი ადამიანი და პარლამენტის წევრი, პარლამენტში კენჭს იმიტომ ვიყრიდი, რომ ადამიანის უფლებები უნდა დამეცვა ამ ქვეყანაში. ჩემს უფლებას როცა ლახავს პარლამენტი, თუ ის არ დავიცავი ყველა სამართლებრივი მექანიზმით, როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბრო?!”, — განაცხადა კორძაიამ.

მანამდე დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე პარლამენტის უარი საკონსტიტუციო სასამართლოში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი