ახალი ამბები

მიწისძვრა სომხეთში: სამედიცინო პუნქტებს 25-მა მოქალაქემ მიმართა

14 თებერვალი, 2021 • 1233
მიწისძვრა სომხეთში: სამედიცინო პუნქტებს 25-მა მოქალაქემ მიმართა

13 თებერვლის 20:30 საათის მონაცემებით, სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებს, მიწისძვრასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, 25-მა ადამიანმა მიმართა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სომხეთში 13 თებერვალს, ადგილობრივი დროით 15:29 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ერევნიდან 8 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგები საგრძნობი იყო საქართველოშიც.

სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანებს, რომელთაც კლინიკებს მიმართეს, ნაკაწრები და სხვა დაზიანებები აღენიშნებოდათ. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ამბულატორიულად უმკურნალეს. ჰოსპიტალიზება მხოლოდ ორსული ქალის შემთხვევაში გახდა საჭირო.

სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, კრიზისების მართვის ცენტრმა ნგრევის შესახებ მიიღო 3 000-მდე შეტყობინება, რომელთაგან 4 დადასტურდა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლებში დაბრუნდნენ, ვინაიდან ძლიერი ბიძგების ალბათობა მცირეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი