ახალი ამბები

მღვდელმთავრების კომისია მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს შეისწავლის – სინოდი

12 თებერვალი, 2021 • 645
მღვდელმთავრების კომისია მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს შეისწავლის – სინოდი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შექმნა, რომელიც “შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას”.

ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

“ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას”, – ნათქვამია განჩინებაში.

საპატრიარქო სინოდის განჩინებას აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი