ახალი ამბები

აქცია და ხმაური „ოცნების“ ოფისთან – აქტივისტების თქმით, 2 ადამიანი დააკავეს

11 თებერვალი, 2021 • 666
აქცია და ხმაური „ოცნების“ ოფისთან – აქტივისტების თქმით, 2 ადამიანი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან დემონსტრანტების მისვლას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტების და „მთავარი არხსი“ თანახმად, დაკავებულია 2 ადამიანი.

საპროტესტო აქცია, რომელიც ქობულეთში 13 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობას და მასზე ძალადობაში ბრალდებულის გოგოს გარდაცვალების შემდეგ დაკავებას ეხებოდა, პარლამენტის შენობასთან დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ წარწერები დატოვეს და შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს. მმართველი პარტიის ოფისთან მათ მისვლას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

„მე [პოლიციელებს] ვუთხარი, რომ მათ ჰყავთ ბანძი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც უნდა გადადგეს და ამაზე გაცოფდნენ ეს ადამიანები, 20-მდე ადამიანი მომვარდა“, – თქვა გიორგი მუმლაძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„მთავარი არხის“ ცნობით, პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე ორი დემონსტრანტი დააკავა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი