ახალი ამბები

“ბიბლიური თავისუფლების” წევრებს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ – მიტროპოლიტი დანიელი

11 თებერვალი, 2021 •
“ბიბლიური თავისუფლების” წევრებს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ – მიტროპოლიტი დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, ეკლესია აფრთხიელბს “გირჩის” მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის, “ბიბლიური თავისუფლების” წევრებს, რომ მათ საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობის მიღების უფლებას ჩამოართმევენ. ამის შესახებ დანიელმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან განაცხადა.

მიტროპოლიტ დანიელის თქმით, ეს საკითხი დღევანდელი სინოდის სხდომაზე განიხილეს.

“შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთინება “ბიბლიური თავისუფლების” ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის სტატუსს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია ყველას აფრთხილებს, რომ ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას უფლება აღარ ექნება მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება ზიარება და სხვა”, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი