ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, თუ რატომ არ ეკეთათ სინოდის სხდომაზე პირბადე

11 თებერვალი, 2021 • 824
მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, თუ რატომ არ ეკეთათ სინოდის სხდომაზე პირბადე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი განამრტავს, თუ რატომ არ ეკეთა მღვდელმთავრების უმეტესობას სინოდის სხდომაზე პირბადე.

როგორც მიტროპოლიტი ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, სინოდის წევრებმა გუშინ და გუშინწინ საპატრიარქოში ახალ კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაიტარეს და ამიტომ მისცეს თავს უფლება, სხდომაზე პირბადის გარეშე ყოფილიყვნენ:

“ყველამ გავიარეთ PCR ტესტირება. გუშინწინ და გუშინ საპატრიარქოში იყო მთელი ლაბორატორია მოწყობილი და ყველამ გავიარეთ აბსოლუტურად. ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, პირბადეების გარეშე [ვყოფილიყავით]” ,- აცხადებს მიტროპოლიტი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დღეს, 11 თებერვალს, სინოდის სხდომა გაიმართა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილა სინოდმა, უცნობია. თუმცა სხდომაზე შესვლამდე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტრპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ სინოდზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვაქცინაცია იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი