ახალი ამბები

3 თვით საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმდებიან

11 თებერვალი, 2021 • 1882
3 თვით საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სფეროში გერმანიაში 3 თვით დასაქმებას შეძლებენ.

დღეს ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გაცხადდა, რომ მოქალაქეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის.

“გერმანიის მთავრობა მზადაა განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა, აუცილებლად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები განსაზღვრული არის 3 თვით, რაც მიმართული არის, როგროც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე ცოდნის გაცვლის მიზნით”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმითვე, ამ ეტაპზე, გერმანიის კერძო სექტორის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოქალაქეები ლეგალურად მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროში შეძლებენ დასაქმებას.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი