საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. უწყების ცნობითვე, შეთანხმებით საქართველოს ავიაკომპანიები კორეის საერთაშორისო აეროპორტებში, ხოლო კორეული ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ.

2018- 2019 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლებიც თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია Korean Air-მა განახორციელა. შესრულებული ფრენების ფარგლებში  1500- მდე მგზავრი გადაიყვანეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა. 2019 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოვიდა 16 642 ვიზიტორი, რაც 2018 წელთან  შედარებით 25.3%-ით მეტია.