რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარტიის წევრები მზად არიან, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს. როგორც სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს მანდატების გაუქმებაზე განცხადება აქვთ დაწერილი, ისინი საარჩევნო ბარიერის დასაწევად კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგ კი მანდატების გაუქმებაზე განცხადებას ისევ … ვრცლად რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ