ახალი ამბები

ევროკომისიის პრეზიდენტი EU-ს ქვეყნებს უკრაინისთვის ვაქცინების გადაცემას სთხოვს

9 თებერვალი, 2021 • 1045
ევროკომისიის პრეზიდენტი EU-ს ქვეყნებს უკრაინისთვის ვაქცინების გადაცემას სთხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მან მიმართა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ კორონავირუსის ვაქცინებით დაეხმარნონ უკრაინას. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამის შესახებ მან განაცხადა უკრაინულ ფორუმზე “უკრაინა 30. კორონავირუსი: გამოწვევები და პასუხები” საუბრისას. მისი თქმით, “უკრაინელი ექიმები და მედიცინის მუშაკები ვაქცინას ამ თვეში მიიღებენ. ვაქცინის მილიონობით დოზა უკრაინაში ამ ზაფხულში COVAX პლატფორმის გამოყენებით შევა, გარდა ამისა, სთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ ვაქცინის მიწოდებით დამატებით დაეხმარონ უკრაინას”.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, “ვაქცინაცია მთავრობის მთავარი ამოცანაა” და ამ დროისთვის ვაქცინის მიწოდების პრობლემა “პრაქტიკულად აღმოფხვრილია”.

“ჩვენ შევათანხმეთ ვაქცინის მოწოდება ისეთ ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Sinovak, AstraZeneca და Novavax. ვაქცინაცია თებერვლის თვეში დაიწყება და თავდაპირველად სამედიცინო და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების ნაწილი პრეზიდენტს აკრიტიკებდა ქვეყანაში დაგვიანებული ვაქცინაციის გამო. ზელენსიმ 12 იანვარს მოუწოდა ევროკავშირს, რომ დახმარებოდა უკრაინას დასავლეთში წარმოებული ვაქცინების მიღების პროცესში.

ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსახლეობის მხრიდან ვაქცინისადმი უნდობლობის საკითხი. Euractiv.com-ის მიხედვით, ქვეყანაში ჩატარებული უახლესი გამოკითხვის თანახმად, “მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინაცია არ სურს.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი