რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ბავშვების “ნიშნობის” ამსახველი ვიდეო ვრცელდება.
კადრებში ჩანს ორი არასრულწლოვანი. გავრცელებული ცნობებით, ვიდეოზე აღბეჭდილია მათი “ნიშნობა.”
როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, შემთხვევა თბილისში, ფონიჭალაში მოხდა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. ჩვენი ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაიბარეს მშობლები.