აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კოტე ანანიაშვილი აღარ არის.
ინფორმაციას „ბათუმელებთან“ თავად კოტე ანანიაშვილი ადასტურებს.
კოტე ანანიაშვილმა არ გვითხრა, რის გამო გაათავისუფლეს, ან კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.
ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის.
მის მოვალეობას, სავარაუდოდ, კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსში საკადრო ცვლილებებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.
კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2018 წლის აგვისტოდან მუშაობდა.
აჭარაში გადმოსვლამდე, ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.