ახალი ამბები

როგორ შეუძლიათ მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევა შვილებისთვის

4 თებერვალი, 2021 • 2847
როგორ შეუძლიათ მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევა შვილებისთვის

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საკლასო ოთახებში სწავლება 15 თებერვლიდან განახლდება, მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სწავლების დისტანციური ფორმა აირჩიონ.

უწყების განცხადებით, თუ მასწავლებლებს მოუწევთ, დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

“მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ”, – აცხადებენ უწყებაში.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, თქვენმა შვილმა სწავლა დისტანციურად განაგრძოს, უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროთ რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge/.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება / რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს, 00:00 – 23:59 საათზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

ამავე თემაზე წაიკითხეთ, რა რეგულაციებით იწყება სწავლა საკლასო ოთახებში

რა რეგულაციებით განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

მასალების გადაბეჭდვის წესი