ახალი ამბები

“სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, კომენდანტი რჩება” – “სირცხვილია” აქციას არ აუქმებს

4 თებერვალი, 2021 • 881
“სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, კომენდანტი რჩება” – “სირცხვილია” აქციას არ აუქმებს

მოძრაობა “სირცხვილია” 6 თებერვალს, 20:00 საათზე პარლამენტთან “დაუმორჩილებლობის მარშს” არ აუქმებს მთავრობის მიერ შეზღუდვების ნაწილის მოხსნის დაანონსების მიუხედავად.

აქტივისტების თქმით, საზოგადოებრივმა პროტექსტმა შედეგები გამოიღო, თუმცა ბიზნესის სხვადსხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია, ძალაში რჩეა კომენდანტის საათიც, კრიზისის მართვის გეგმა კი არ არსებობს:

“საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო! საპროტესტო აქციების დაანონსებამდე მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობდა შეზღუდვების მოხსნაზე. სამოქალაქო ჯგუფებისა და ბიზნესის ერთიანი პროტესტის შედეგად 8 თებერვილდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლების მუშაობა. 15 თებერვლიდან მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება კვების ობიექტები.

ბიზნესის სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია. კომენდანტის საათი ძალაში რჩება, კრიზისის მართვის გეგმა ისევ არ არსებობს. ამიტომ საზოგადოების პროტესტი გრძელდება! ვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას! ვითხოვთ გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნას და კრიზისის მართვის გეგმას! ვიკრიბებით 6 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი