ახალი ამბები

სკოლები 15 თებერვლიდან გაიხსნება ყველგან – გახარია

4 თებერვალი, 2021 •
სკოლები 15 თებერვლიდან გაიხსნება ყველგან – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ საკლასო ოთახებში.

გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ნელ-ნელა ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნება. 8 თებერვლიდან ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანპორტი და ბაზრობები.

„ერთი კვირის შემდგომ, შემდგომი ორშაბათიდან, 15 თებერვალიდან, ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით. ეს გულისხმობს, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას“, – განაცხადა მან.

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში საქართველოს რეგიონების ნაწილში პირველი თებერვლიდან განახლდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების გამო, ბათუმში, ზუგდიდში, გორგში, ფოთსა და თელავში ბავშვები სკოლებში პირველ თებერვალს წავიდნენ. ამის შესახებ მთავრობამ 22 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც მთავრობაში მაშინ განმარტავდნენ, დანარჩენ დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სკოლების გახსნისთვის კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი უნდა შემცირებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი