პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ: “15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.” მთავრობის ინფორმაციით, კვების ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.
პრემიერის განმარტებითვე, მთავრობის მიერ დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის გარდა, ეს კომპანიები მთავრობისგან სუბსიდირებას ან სხვა სახის დახმარებას ვეღარ მიიღებენ.
“ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართული დარღვევა დაწესებული წესების, უმკაცრესი დასჯის გარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხირდან იმ დახმარებასა და სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური დახმარების ღონისძიებებით. ამას გარდა, მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას”,-აცხადებს გახარია.