ახალი ამბები

თხილის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 49%-ით გაიზარდა | სოფლის მეურნეობის სამინისტრო

3 თებერვალი, 2021 • 928
თხილის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 49%-ით გაიზარდა | სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ქვეყნიდან გავიდა 15.3 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

“აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საანგარიშო პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე განხორციელდა, კერძოდ:

  • გერმანიაში (4 165 ტონა), იტალიაში (3 766 ტონა), ჩეხეთში (716 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ესპანეთში (430 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), საფრანგეთში (359 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

გარდა ევროკავშირისა, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:

  • სომხეთი (873 ტონა), რუსეთი (713 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (444 ტონა), უკრაინა (290 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (166 ტონა), შვეიცარია (89 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) შემცირდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია, თუმცა დაავადებებისა და მავნებლების განადგურების შემდეგ თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი