“მწვანეების” ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მუნიციპალური ტრანსპორტის სწრაფად აღდგენს ითხოვენ. მთავრობის გეგმით თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი 1 მარტამდე არ აღდგება.
ეს ამ თემაზე “მწვანეების” მიერ გამართული მეორე აქციაა, პირველი – 25 იანვარს გაიმართა. ისინი კომენდატის საათის არსებული მოდელის გადახედვასაც ითხოვენ.