ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, რუსეთში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალევე გავრცელდა ნავალნის ვიდეო, სადაც ის მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს.
„მათ [პუტინის ხელისუფლებას] ყველაზე მეტად მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. იმიტომ, რომ ეს არის ის რაღაც, ის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ეს არის პოლიტიკის არსი. ამიტომ არ შეგეშინდეთ – გამოდით ქუჩაში. გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის“, – ამბობს ნავალნი ვიდეომიმართვაში.