ახალი ამბები

რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერი აქციები განახლდა, დაკავებულია ასობით ადამიანი

31 იანვარი, 2021 • 1066
რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერი აქციები განახლდა, დაკავებულია ასობით ადამიანი

31 იანვარს რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის დაკავების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები განახლდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ჯამში უკვე დააკავა 700-ზე მეტი ადამიანი. მოსკოვში პროტესტის ადგილებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერებულია. დაკავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, რუსეთში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალევე გავრცელდა ნავალნის ვიდეო, სადაც ის მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს.

„მათ [პუტინის ხელისუფლებას] ყველაზე მეტად მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. იმიტომ, რომ ეს არის ის რაღაც, ის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ეს არის პოლიტიკის არსი. ამიტომ არ შეგეშინდეთ – გამოდით ქუჩაში. გამოდით არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის“, – ამბობს ნავალნი ვიდეომიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი