ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეების აქცია თბილისში პუტინის წინააღმდეგ

31 იანვარი, 2021 • 1215
რუსეთის მოქალაქეების აქცია თბილისში პუტინის წინააღმდეგ

თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ეხმაურება რუსეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებს, რომელიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაკავებას მოჰუვა.

მომიტინგეებმა ალექსეი ნავალნის და სხვა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავება და აქციების დარბევა გააპროტესტეს.

“რუსეთი პუტინის გარეშე”; “თავისუფალი რუსეთი” – ასეთ შეძახილებს სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც ალექსეი ნავალნი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ნავალნი რუსეთში მოწამლეს და ის გერმანიაში მკურნალობდა. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიები ნავალნის მკვლელობას ეფ-ეს-ბე აპირებდა. ნავალნის მხარდასჭერად გამართულ აქციებზე არაერთი ადამიანი დააკავეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი