ახალი ამბები

ჩვენი სახელით Whatsapp-ში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება – კარფური

29 იანვარი, 2021 • 1152
ჩვენი სახელით Whatsapp-ში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება – კარფური

კარფური საქართველო მოსახლობას აფრთხილებს, რომ კომპანიის სახელით Whatsapp-ში მიღებული შეტყობინება არ გახსნან და ბმულზე არ გადავიდნენ.

“ძვირფასო მომხმარებლებო, შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი Whatsapp-ში იღებს Carrefour-ის სახელით საეჭვო შეტყობინებებს. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან.

კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდსა და აპლიკაციაში.

გთხოვთ საეჭვო სახის შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე”, – ნათქვამია კარფურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი