ახალი ამბები

ავიღეთ ვალდებულება, რომ მხოლოდ 0-დან 3%-მდე ბარიერზე ვიმსჯელებთ — მდინარაძე

29 იანვარი, 2021 • 890
ავიღეთ ვალდებულება, რომ მხოლოდ 0-დან 3%-მდე ბარიერზე ვიმსჯელებთ — მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საპალრამენტო არჩენებისათვის 5%-იანი ბარიერის 0-დან 3%-მდე დაწევაზე მსჯელობის ვალდებულება აიღეს. მისი თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლაზეა დამოკიდებული, რადგან ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო.

ამის შესახებ მდინარაძემ პარტია “მოქალაქეების” ლიდერებთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელთანაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.

” ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენ 4-დან 5%-იანი ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ, იქნება მსჯელობა მხოლოდ 0-დან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი უკვე მოლაპარაკების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი გახდეს”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 29 იანვარს, “ქართულმა ოცნებამ” და პარტია “მოქალაქეებმა”  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, რის შემდეგაც პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, მემორანდუმი სხვა პარტიებისთვის ხელმოსაწერად ღია რჩება და მათაც შეუძლიათ ხელი მოაწერონ მანამ, სანამ მათ წევრებს პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს.

ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი სრულად:

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი